აკადემიაში ჩარიცხვის წესები
აკადემიაში ძირითადი მიღების პროცესი მერვე კლასში იწყება, შესაბამისად, მერვე კლასი თავიდანვე მთლიანად კომპლექტდება (72 მოსწავლით). აკადემიაში მიიღებიან მოსწავლეები, რომლებსაც უკვე დასერულებული აქვთ მეშვიდე კლასი.
VIII კლასის პირველ სემესტრში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, მოსწავლეები, რომლებიც ცუდად ან საერთოდ არ ფლობენ ქართულ ენას VIII კლასის პროგრამაზე არ განიხილებიან.
ადგილების გამოთავისუფლების შემთხვევაში, სკოლა შესაძლებლად მიიჩნევს მოსწავლეთა მიღებას მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში, მაგრამ ასეთმა მოსწავლეებმა აკადემიური მომზადებისა და ინგლისურის ცოდნის განსაკუთრებით მაღალი დონე უნდა აჩვენონ.
გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მაღალ კლასებში (IX-XI) მისაღები კონკურსი ცხადდება სარეზერვო სიისთვის. ეს განპირობებულია იმით, რომ მისაღები გამოცდების პერიოდში სკოლას, როგორც წესი, არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია კლასებში შესაძლო თავისუფალი ადგილების შესახებ.
მერვე კლასში ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში უნდა გაიარონ ტესტირება, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად ფასდება: ტესტირება ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში, ხოლო IX-XI კლასებში ჩაბარების მსურველები მხოლოდ ინგლისურსა და მათემატიკაში გაივლიან ტესტირებას. საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტებში და გასაუბრებაში მიღებული ქულები განსაზღვრავს, თუ რომელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან აკადემიაში.
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლებმა დროულად უნდა ჩააყენონ სკოლა საქმის კურსში. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსწავლის მდგომარეობის დამატებითი შეფასება გახდეს საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ სკოლა მზად არის საჭირო დახმარების გასაწევად.
რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადადით გვერდზე მიღების წესები.
ჩამოტვირთეთ 2026-2027 სასწავლო წლის მისაღები გამოცდების კალენდარი
| მიღების კალენდარი | ||
| 2026-2027 | ||
| აქტივობა | თარიღი | დრო |
| ღია კარის დღე (VIII-XI კლასები) | პარასკევი, 27 თებერვალი | 17:00 საათი |
| ტესტირებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა (VIII-XI კლასები) | კვირა, 8 მარტი (ჩათვლით) | |
| ტესტირება ინგლისურ ენაში (VIII კლასი) | ორშაბათი, 16 მარტი | 16:00 საათი |
| ტესტირება ქართულ ენაში (VIII კლასი) | სამშაბათი, 17 მარტი | 16:00 საათი |
| ტესტირება მათემატიკაში (VIII კლასი) | ოთხშაბათი, 18 მარტი | 16:00 საათი |
| ტესტირება ინგლისურ ენაში (IX-XI კლასები) | ხუთშაბათი, 19 მარტი | 16:00 საათი |
| ტესტირება მათემატიკაში (IX-XI კლასები) | პარასკევი, 20 მარტი | 16:00 საათი |
| საინფორმაციო შეხვედრა სწავლის განსხვავებული გადასახადის შესახებ | ორშაბათი, 30 მარტი | 18:00 საათი |
| ტესტირების შედეგების გამოქვეყნება (VIII კლასი) | ორშაბათი, 20 აპრილი | 18:00 საათი |
| ტესტირების შედეგების გამოქვეყნება (IX -XI კლასები) | სამშაბათი, 21 აპრილი | 18:00 საათი |
| ინდივიდუალური გასაუბრება (VIII-XI კლასები) | ოთხშაბათი, 22-30 აპრილი | დამატებით გამოქვეყნდება |
| ჩარიცხულ მოსწავლეთა და სარეზერვო სიების გამოქვეყნება (VIII კლასი) | ხუთშაბათი, 7 მაისი | 18:00 საათი |
| სარეზერვო სიის გამოქვეყნება (IX-XI კლასები) | პარასკევი, 8 მაისი | 18:00 საათი |
| სწავლის განსხვავებული გადასახადის მოთხოვნაზე განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა | ოთხშაბათი, 13 მაისი | 18:00 საათი |
| მშობლებიელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ სწავლის განსხვავებული საფასურის დამდგენი კომისიის წერილობით პასუხს | პარასკევი, 22 მაისი | |
| მშობლების საბოლოო გადაწყვეტილება ეცნობა სკოლას | ორშაბათი, 25 მაისი | 18:00 საათი |
| ხელშეკრულება მშობელსა და აკადემიას შორის საგანმანათლებლო მომსახურების გაწევის თაობაზე (გამოიგზავნება ელ. ფოსტით) | სამშაბათი, 26 - 29 მაისი | |
| ენობრივი უნარების კითხვარი (გამოიგზავნება ელ. ფოსტით) | სამშაბათი, 2 ივნისი | |
ამერიკულ აკადემიაში 2026-2027 სასწავლო წელს ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ!
ამერიკული აკადემიის VIII-XI კლასებში ჩაბარების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და ატვირთონ ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:
- ერთი ელ. ფოტოსურათი (ზომა 3X4);
- დაბადების მოწმობა (ნოტარიულად დამოწმებული ქსეროასლი*); *თუკი დაბადების მოწმობაზე დატანილია შტრიხკოდი, ნოტარიალური დამოწმება არ ესაჭიროება
- ნიშნების ფურცელი (პირველი სემესტრი);
- მოსწავლის ხელნაწერი განცხადება ინგლისურ ენაზე, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რატომ სურს ამერიკულ აკადემიაში სწავლა;
- განაცხადის განხილვის საფასურის (200 ლარი, დღგ-ს ჩათვლით) გადახდის საბუთი (TBC ბანკია/ა # GE21TB06 0000 0022 4678 05)
შეავსეთ 2026-2027 ელექტრონული განაცხადის ფორმა (VIII-XI კლასები)
შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: admissions@aat.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაშში, მოსწავლე არ ჩაითვლება გამოცდებისთვის რეგისტრირებულად.
ამერიკულ აკადემიაში ჩაბარების მსურველებმა, მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარონ. მერვე კლასში ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში უნდა გაიარონ ტესტირება, რომელთაგან თითოეული დამოუკიდებლად ფასდება: ტესტირება ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში, ხოლო IX-XI კლასებში ჩაბარების მსურველები მხოლოდ ინგლისურსა და მათემატიკაში გაივლიან ტესტირებას. საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ტესტებში და გასაუბრებაში მიღებული ქულები განსაზღვრავს, თუ რომელი მოსწავლეები ჩაირიცხებიან აკადემიაში.
ჩამოტვირთეთ მისაღები გამოცდების ნიმუშები:
ინდივიდუალური გასაუბრება:
მიღების პროცესის საბოლოო ეტაპზე მოსწავლეებს ინდივიდუალური გასაუბრება უტარდებათ. იხილეთ სავარაუდო შეკითხვები, რომელსაც მოსწავლეებს გასაუბრების დროს ვეკითხებით:
- რატომ გსურთ აკადემიაში ჩაბარება?
- თქვენი საყვარელი ნაწარმოები?
- სპორტით თუ ხართ დაკავებული?
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- რა გატაცებები გაქვთ?
- როგორია თქვენი სამომავლო მიზნები? და ა. შ.