მიმოხილვა
ამერიკული აკადემია არა მარტო საინტერესო და მრავალფეროვან აკადემიურ პროგრამას სთავაზობს მოსწავლეებს, არამედ სხვა მხრივაც ცდილობს მათ მხარდაჭერას. ეკა ტატიშვილი, მოსწავლეთა დეკანი კურირებს სადამრიგებლო პროგრამას, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო საკონსულტაციო სამსახურს, სასკოლო ღონისძიებათა ორგანიზებას, ექსკურსიებს, სალექციო პროგრამასა და კლასგარეშე აქტივობებს. ამავე დროს იგი მუდმივად კონტაქტში იმყოფება მშობელთა საბჭოსთან, რომელიც თავის მხრივ აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში.