დირექტორის წერილი

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

მოგესალმებათ თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია! 

ეს წელი ჩვენთვის განსაკუთრებულია. სკოლის განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ, რეალობად იქცა; შევამცირეთ მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა 375-დან 360-მდე და თითოეულ დეპარტამენტში დამატებითი მასწავლებელი დავიქირავეთ. ეს ცვლილება მიზნად ისახავდა უფრო მცირე, მეტად ფოკუსირებული კლასების შექმნას, როგორც ამას სწავლების ჰარკნესის მეთოდი მოითხოვს. 

ჩვენი მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა კვლავ წარმატებით მიმდინარეობს; წელს, ამ პროგრამის ფარგლებში, ორი ახალგაზრდა პედაგოგი დავიქირავეთ - ქიმიასა და მათემატიკაში.

ჩვენი აუდიტორია კვლავ რჩება სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვან და ცენტრალურ ადგილად, სადაც რეგულარულად ვაწყობთ სტუმრების მოწვევას, იმართება კოლეჯებისა და უნივერსიტეტების პრეზენტაციები და მასწავლებლებისა და მოსწავლეთა შეხვედრები. ამ სასკოლო შეკრებებს, რომლებიც ახლა მთლიანად მოსწავლეთა მიერაა ორგანიზებულიდა განხორციელებული, მთელი სკოლის საზოგადოება ესწრება. ასეთიტიპის შეხვედრები კიდევ უფრო საინტერესო და კარგად მომზადებული გახდა.

წელს ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება იყო დამფუძნებლების დღის აღნიშვნა. განსაკუთრებული სიხარული გამოიწვია ამ დღესასწაულზეამერიკული აკადემიის დამფუძნებელი დირექტორის, ბატონი დონალდ თომასის დასწრებამ. მან კვლავ შეძლოსაქართველოში ჩამოსვლა და თავისი ღრმა ცოდნითა და საუკეთესო იუმორით გაგვახალისა.

აკადემიური კუთხით, ჩვენ გავაგრძელეთ მეთორმეტეკლასელთა პროგრამის განვითარება და, ამავდროულად, მეთერთმეტეკლასელთათვის პროგრამაში შემოვიტანეთ ორი ახალი კურსი: Advanced Physics და AP Pre-Calculus.

გარდა ამისა, ახლა გერმანული ენა ისწავლება მერვე და მეცხრე კლასებში. სიახლეთა შორისუნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სკოლა მეთერთმეტე კლასში შემოიღებს ახალ კურსს სამოქალაქო განათლების შესახებ - კურსი, რომლის სწავლების პატივი მე მერგო.

ბუნებრივია, ყველა ამ წამოწყებას აქვს ფინანსური და სხვა სახის ფასი, თუმცა ჩვენ ვიღებთ ამ გამოწვევას, რადგან გვჯერა, რომ ეს სიახლეები ამდიდრებს ჩვენს სასკოლო პროგრამებსა და ახალისებს მოსწავლეებს- მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონგანათლების ხარისხის დონის ამაღლების პროცესზე. 



ანდრეს ხ. კრუზი 

დირექტორი