სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
პრინციპები
ჩვენ გვჯერა, რომ სასწავლო პროცესი ინტერაქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს და მის მიზანს კრიტიკული აზროვნების, პრობლემათა გადაჭრისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება უნდა წარმოადგენდეს.
ჩვენ გვჯერა, რომ სკოლამ უნდა აღზარდოს ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი, გონიერი, მრავალმხრივ განვითარებული ადამიანები, რომელთათვისაც განათლება საკუთარი თავის შეცნობის, სამყაროს შეცნობისა და მისი გაუმჯობესების საშუალებაა.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართული კულტურის ცოდნა და დაფასება ჩვენი პროგრამისა და სკოლის ეთოსის ქვაკუთხედს წარმოადგენს.
ჩვენ გვჯერა, რომ მასწავლებელი და მთლიანად სასკოლო საზოგადოება, როგორც ერთიანი სასწავლო გარემო, უდიდესი მნიშვნელობის მქონე ფაქტორებია.
ჩვენ გვჯერა, რომ სკოლის მისიის განსახორციელებლად საუკეთესო რესურსების მობილიზება უნდა მოხდეს (უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, უახლესი ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო ხასიათის კვლევების და სხვ.)