საზაფხულო აკადემიის ისტორია
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლა აკადემიის კურსდამთავრებულებმა - ქეთი ხუხუნაშვილმა და ანა გეთიაშვილმა დაარსეს. საქართველოში ეს ახალი ფორმის სწავლება მათი მცდელობითა და ძალისხმევით დამკვიდრდა და განვითარდა 2008 წლის პირველი სესიიდან ვიდრე 2014 წლამდე, როდესაც პროგრამის სახეცვლილება განხორციელდა.
პირველი სასწავლო პროგრამის ფარგლებში 10-16 წლამდე 60 მოსწავლე და 30 სტიპენდიატი ესწრებოდა ინგლისურის და მათემატიკის გაკვეთილებს 4 კვირის განმავლობაში. სტიპენდიის მქონე მოსწავლეები, რომელთაგან ზოგიერთს უკვე ჰქონდა ინგლისური ენის ცოდნის გარკვეული დონე, შერჩეულ იყვნენ თბილისის და ქალაქის გარშემო რეგიონების ზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებიდან. ინგლისური ენის პედაგოგები ჩამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მათ გაიარეს სპეციალური მომზადება ინგლისურის, როგორც უცხო ენის (ESL) სწავლებაში. ხოლო, მათემატიკის მასწავლებლები შევარჩიეთ ადგილობრივი სკოლებიდან, რომლებმაც ასევე გაიარეს ტრენინგი საქართველოში. გაკვეთილების დროს ასისტენტების ფუნქციას ასრულებდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები პანკისის ხეობიდან (ჩრდილოეთი საქართველო) და სპასოვკიდან (სამხრეთი საქართველო) - ეს სამუშაო ასევე იყო მათი პროფესიული გადამზადების პროგრამის ნაწილი.