წრეები/აქტივობები
ჩვენი მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობასა და ურთიერთქმედებას არა მხოლოდ საკლასო მეცადინეობების დროს, არამედ კლასგარეშე ღონისძიებების ფარგლებში. ეს აქტივობები გაკვეთილების შემდეგ ან შაბათს ტარდება და წლიდან წლამდე მოსწავლეთა მოთხოვნების შესაბამისად გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. კლუბებმა შეიძლება იმუშაონ დამოუკიდებლად ან მასწავლებლის ზედამხედველობით. გასული წლების მანძილზე განსაკუთრებით ნაყოფიერად ფუნქციონირებდნენ დრამის, დებატების, ინტელექტ-კლუბი, ჭადრაკის, კინოს, არქეოლოგიის, მუსიკისა და კენდოს (იაპონური ფარიკაობა) კლუბები, სკოლის გაზეთისა და საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობათა კლუბის შაბათის სკოლის პროგრამა.
გარდა კლასგარეშე აქტივობებისა, ამერიკული აკადემია სასწავლო წლის განმავლობაში სხვადსხვა, ტრადიციად ქცეულ, ღონისძიებებს აღნიშნავს:
სწავლის დაწყების ცერემონიალი -
საშობაო წვეულება
აკადემიის დამფუძნებლის დღე
საქველმოქმედო ღონისძიება COATS
დახურვის ცერემონიალი - ყოველ წელს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია გასული სასწავლო წლის დასრულებას აღნიშნავს. ტრადიციულად, ამ დღეს დახურვის ცერემონიალზე ადმინისტრაციის წევრები და მასწავლებლები აკადემიური მიღწევებისთვის წარჩინების სიგელებსა და წიგნების სახით სამახსოვრო პრიზებს გადასცემენ მოსწავლეებს და კარგ დასვენებას უსურვებენ და ემშვიდობებიან მომავალ სასწავლო წლამდე.
ამის გარდა, ერთ-ერთი ტრადიციული აქტივობა ექსკურსიებია, რომელიც წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ტარდება, მათ შორის კლასის ექსკურსიები და გასვლები ქალაქგარეთ.