მოსწავლეთა კვლევითი ცენტრი IX–XII კლასის მოსწავლეებს იწვევს

სექტემბერი 28, 2026

GZAAT Student Research Center (GSRC) ამერიკული აკადემიის მოსწავლეების მიერ შექმნილი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომლის მიზანია მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება აკადემიის მასწავლებლებთან თანამშრომლობით. ისინი მონაწილეებს მენტორობას გაუწევენ და კვლევის პროცესსა და აკადემიური ნაშრომის მომზადებაში დაეხმარებიან. კვლევის დასრულების შემდეგ, აკადემიური წლის მეორე ნახევარში, შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება GSRC Journal-ში. კვლევების წარსადგენად ასევე გაიმართება კონფერენცია, რომელსაც მენტორები და სხვადასხვა სფეროs პროფესიონალები დაესწრებიან.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით მე-9–მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. შერჩევის შემთხვევაში პროექტში მონაწილეობა უფასოა.

➡️  დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია:

https://gzaatresearch.org