დრამის წრე: „ხმა, რომლის ჩახშობაც შეუძლებელია“

ივნისი 22, 2026

გასულ კვირას აკადემიის მოსწავლეებმა, დრამის წრის ფარგლებში, ქალაქის თეატრის სცენაზე მაყურებელს წარუდგინეს სპექტაკლი „ხმა, რომლის ჩახშობაც შეუძლებელია“. აღნიშნული წარმოდგენა ეძღვნებოდა ქართველ ქალებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურულ განვითარებაში.

პექტაკლში წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ეპოქის გამორჩეული ქალები, რომელთა იდეებმა, საქმიანობამ და სიმამაცემ საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. აკადემიის მოსწავლეებმა შთამბეჭდავად გააცოცხლეს ეს ისტორიული პერსონაჟები და დიდი ოსტატობით, ემოციითა და პასუხისმგებლობით წარმოაჩინეს მათი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები.

დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს გამორჩეულ კურსდამთავრებულებს - მარიამ გიორგობიანსა და ელენე დუმბაძეს, რომლებმაც ხელახლა შთაბერეს სული დრამის წრეს; აგრეთვე, არაჩვეულებრივ დამდგმელ რეჟისორს - ანი იმნაძეს, საინტერესო შემოქმედებითი ხედვისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსწავლეებს, რომლებმაც ეს ჩანაფიქრი სცენაზე ასეთი ოსტატობით განახორციელეს.


იხ. წარმოდეგნის ფოტოგალერეა