გამოსაშვები ღონისძიება

ივნისი 16, 2026

2026  წ. 6 ივნისს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა სკოლიის აუდიტორიაში. 

აკადემია წელს სამოცდათერთმეტმა მოსწავლემ დაამთავრა. 

გამოსაშვები დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კურსდამთავრებულთა წინაშე სიტყვით წარდგნენ: ალან ს. პერსელი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში,  თამარ ჯაფარიძე, სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე და ანდრეს ხ. კრუზი, აკადემიის დირექტორი. 

2026 წლის კურსდამთავრებულთა შორის გამორჩეულებს სახელობითი მედლები გადაეცათ: თომასის მედალი - ზვიად ცეცხლაძეს, ხოლო მასწავლებელთა მედალი - ალექსანდრე ხაბაშვილს. ნინო ქიქოძემ კლასის სახელით გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვა.

ბოლო წლების განმავლობაში ამერიკულმა აკადემიამ დაამკვიდრა ტრადიცია, მიიწვიოს წინა წლების კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიალზე, რათა ოფიციალურად მიულოცონ ახალ დამთავრებულ მოსწავლეებს კურსდამთავრებულთა საზოგადოების წევრობა. წელს ეს პატივი წილად ხვდა 2009 წლის კურსდამთავრებულს-ნინო ვაშაკიძეს.  ნინომ გულთბილი სიტყვებით მიესალმა 2026 წლის გამოშვებას და ხაზგასმით აღნიშნა მტკიცე კავშირი, რომელიც ამერიკული აკადემიის ყველა კურსდამთავრებულს აერთიანებს.

 2026 წლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა ქვეყნის 79 უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. მათ სტიპენდიებისა და ფინანსური შეღავათების სახით 8 მილიონ დოლარამდე მოიპოვეს.

ღონისძიების დასასრულს, 2026 წლის კურსდამთავრებულებმა აკადემიის ჰიმნი შეასრულეს.

ვულოცავთ 2026 წლის კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ საინტერესო თავგადასავლებსა და აღმოჩენებს!