ჩვენი მოსწავლეების ერთი დღე კლინიკაში

მაისი 06, 2026

 მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ, რომ ამჯერად Rescue Ready Club (RRC)-ის წევრები ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრნენ. 

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ გადაუდებელი დახმარების რეალურ პროცესებს და ახლოდან გაეცნენ ექიმების ყოველდღიურობას.

კლუბის წევრები აქტიურად ჩაერთნენ მრავლობითი მოტეხილობების მქონე პაციენტის კვლევების პროცესში, რაც მოიცავდა კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT), რენტგენოლოგიურ (X-ray) და ულტრაბგერით (ექოსკოპია) დიაგნოსტიკას.

 ასევე, დააკვირდნენ ასთმისა და აორტის ანევრიზმის მართვის რთულ შემთხვევებს და დეტალურად გაეცნენ მონიტორინგის აპარატურის მუშაობის პრინციპებს. 

 მადლობა ნ. ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ამ მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებისთვის.

გვიხარია, რომ თითოეული შეხვედრა კლუბის წევრებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ რეალური პრაქტიკული გამოცდილება