ჩვენმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე პირველი ადგილი მოიპოვა

მაისი 05, 2026

3 მაისს, ქართულ-ბრიტანულ აკადემიაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ფრენბურთში Black Sea Games, რომელშიც მონაწილეობდნენ რუმინეთის, თურქეთის, სომხეთის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის, თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის გუნდები.

7 დაძაბული შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გოგონების გუნდმა 7 მატჩი მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა!

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას და მადლობას ვუხდით აკადემიის ფრენბურთის გუნდის თითოეულ წევრს შეტანილი წვლილისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს მასპინძლობისთვის. 

დეტალებისთვის ეწვიეთ ჩვენს ფრენბურთის ინსტაგრამ გვერდს:

https://www.instagram.com/gzaatschool_volley?igsh=MTlmYXJ6Z3pkbWc0Yg==

მწვრთნელი: გიორგი გეგენავა 

Photo Gallery :  https://www.flickr.com/photos/28712119@N05/albums/72177720333469922