ამერიკულმა აკადემიამ საქველმოქმედო საგაზაფხულო ღონისძიება Spring Fest-ს უმასპინძლა
აპრილი 08, 2026
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 6 აპრილს, ტრადიციისამებრ, ამერიკულ აკადემიაში ჩატარდა საქველმოქმედო საგაზაფხულო ღონისძიება “Spring Fest”, რომელიც მიზნად ისახავს ჰოსპისის პაციენტებისთვის შემოწირულობის შეგროვებას და მათთვის სააღდგომო განწყობის შექმნას.
ღონისძიების დროს გამოიფინა ჩვენი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ გადაღებული ფოტოები. ასევე გაიმართა ტკბილეულისა და პასკების გაყიდვა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ერთად მოხატეს სააღდგომო კვერცხები. ჩატარდა სპორტული აქტივობები.
განსაკუთრებული ხალისი შემატა ამერიკული აკადემიის ბენდმა, რომელმაც ღონისძიებას სადღესასწაულო განწყობა შესძინა.
უდიდეს მადლობას ვუხდით მშობელთა საბჭოს, თითოეულ მოსწავლეს, მშობელსა და მონაწილეს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! თქვენი თანადგომის გარეშე ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა!
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს:
ანა ახვლედიანი
ანასტასია კვარაცხელია
შოთა სუხიაშვილი
ლაზარე ჩაჩუა
ანამარია სალაია