საგანმანათლებლო ტური იტალიაში

აპრილი 02, 2026

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-12 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს იტალიის საგანმანათლებლო ტურში, რომელიც დანტე ალიგიერისა და ჯოვანი ბოკაჩოს კულტურული და ლიტერატურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა იმოგზაურეს ფლორენციაში, ბოლონიაში, რავენასა და ვენეციაში და მოინახულეს დანტესა და ბოკაჩოს ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი კულტურული ადგილები. 

როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის განსაკუთრებულად სიმბოლური და ემოციური გამოცდილება იყო რავენაში დანტეს საფლავის წინ „ღვთაებრივი კომედიის“ ამონარიდების ქართულ და იტალიურ ენებზე საჯაროდ წაკითხვა.

პროგრამა აერთიანებდა როგორც აკადემიურ, ასევე კულტურულ და შემეცნებით აქტივობებს, თემატურ ტურებს, მუზეუმების მონახულებასა და ქალაქების შესწავლას.