გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გადავიდა
აპრილი 02, 2026
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია STEM ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზეა!
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროექტის პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 160 სკოლამ. ჩვენი გუნდი საუკეთესო ათეულში მოხვდა.
ფინალურ ტურამდე მონაწილეებს ექნებათ განსაკუთრებული შესაძლებლობა გაიარონ 40-საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალი გუნდი გაუძღვება.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის STEM გუნდის წევრებს:
ნიკოლოზ კილაძე
ნია ჯანაშია
დავით კობიაშვილი
თამარ თუმანიშვილი
მიხეილ შარვაშიძე
მადლობა გუნდის მენტორს და მათემატიკის მასწავლებელს - გიორგი მჭედლიშვილს!
Photo Credit: https://www.facebook.com/photo/?fbid=906281679045958&set=a.119876027686531