Rescue Ready Club -ის მორიგი შეხვედრა
მარტი 24, 2026
მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ, რომ Rescue Ready Club (RRC)-ის მორიგი შეხვედრა შედგა.
შეხვედრის ფარგლებში კლუბის წევრებმა განიხილეს ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა მიკროორგანიზმების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები.
მონაწილეებმა ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ უჯრედულ დონეზე შეისწავლეს ნორმალური და სიმსივნური ქსოვილები.
ასევე, მოსწავლის ხელიდან ანაფხეკის გზით მიღებული მასალა კლუბის წევრებმა თავად დაამუშავეს, შეიღებეს და მიკროსკოპული კვლევის საფუძველზე გამოავლინეს და შეაფასეს მასში არსებული ბაქტერიები.
განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის ბატონ არმაზ მარიამიძეს და პათოლოგანატომ რომას გაწეული დახმარებისთვის.
გვიხარია, რომ ყოველ შეხვედრაზე იზრდება ინტერესი და ჩართულობა. წინ კიდევ ბევრი საინტერესო და პრაქტიკული სესია გველის!