სამძიმრის წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
მარტი 18, 2026
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების დაკავშირებით.
განსაკუთრებულია მისი უწმინდესობის ღვაწლი ჩვენი სკოლის ისტორიაში. მისი მჭიდრო მეგობრობა აკადემიის დამფუძნებელთან, ბატონ გივი ზალდასტანიშვილთან, საფუძვლად დაედო სკოლის განვითარების არაერთ ეტაპს.
ჩვენს მეხსიერებაში წარუშლელად დარჩება პატრიარქის 2015 წლის გამოსაშვებ კლასთან შეხვედრა, როდესაც მისმა უწმინდესობამ დალოცა კურსდამთავრებულები და უმთავრესი რამ უსურვა: მიეღოთ საუკეთესო განათლება უცხოეთში და ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრებულნი კვლავ საკუთარ სახლს დაბრუნებოდნენ.
ვიზიარებთ ამ დიდ დანაკლისს.