ამერიკულ აკადემიაში პირველადი დახმარების ტრენინგი ჩატარდა

თებერვალი 26, 2026

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მასწავლებლებს „მედიქლაბ ჯორჯიამ“ პირველადი დახმარების ტრენინგი ჩაუტარა.  

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებმა წარმატებით გაიარეს ინტენსიური პრაქტიკული კურსი;  გაეცნენ აუცილებელ სამედიცინო მანიპულაციებს და შეიძინეს მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარები გადაუდებელი სიტუაციების მართვის მიმართულებით.  

მადლობას ვუხდით „მედიქლაბ ჯორჯიას“ ტრენინგის ჩატარებისთვის, ხოლო ჩვენს მასწავლებლებს აქტიური ჩართულობისთვის.