25 წელი ერთად: სიყვარულითა და მადლიერებით, ნია ჭაჭიაშვილს
თებერვალი 10, 2026
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია დიდი მადლიერებით აცილებს ბიოლოგიის მასწავლებელს, ნია ჭაჭიაშვილს, რომელმაც 25 წელი მიუძღვნა ჩვენი სკოლის მოსწავლეების აღზრდასა და განათლებას.
აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ნია აკადემიის დაარსების პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და მისი როლი მომავალშიც უცვლელი დარჩება. მან არაერთი თაობა აღზარდა, რომელთა მეხსიერებაშიც იგი ყოველთვის დარჩება, როგორც გამორჩეული ადამიანი, პედაგოგი და მენტორი.
ამერიკული აკადემიის სახელით, კიდევ ერთხელ ვუხდით მას მადლობას მრავალწლიანი შრომისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს ცხოვრების ახალ ეტაპზე!