ფრენბურთის ტურნირი

დეკემბერი 24, 2025

 20-21 დეკემბერს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ფრენბურთის ორდღიან ტურნირს უმასპინძლა. ჩემპიონატში 8 კერძო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

 რთული და დაძაბული მატჩების შემდგომ, ამერიკული აკადემიის გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და მეორე ადგილი მოიპოვა.

 ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და გუნდის ინსტრუქტორს, გიორგი გეგენავას, ამ გამარჯვებას და მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს ჩემპიონატში საინტერესო ასპარეზობისთვის.