ამერიკული აკადემიის საშობაო სოფელი

დეკემბერი 24, 2025

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 19 დეკემბერს ამერიკულ აკადემიაში ტრადიციულად საშობაო სოფლის (Christmas Village ) ფარგლებში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა,  სადაც ჩვენი მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი სამკაულები და ტკბილეული გაიყიდა. 

ღონისძიებამ ხალისით ჩაიარა. შემოსული თანხა სრულად გადაეცა:  საქველმოქმედო ორგანიზაცია ჰოსპისი „ფერისცვალება“-ს, ჰოსპისი „ციცინათელებს“, მარტყოფის ბავშვთა სახლს.  

დიდ მადლობას ვუხდით მშობელთა საბჭოს, თითოეულ მშობელსა და მონაწილეს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! თქვენი თანადგომის გარეშე ჩვენ ამას ვერ შევძლებდით! 


ფოტოალბომი