პირველადი სამედიცინო დახმარების Rescue Ready კლუბი
დეკემბერი 23, 2025
მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში დაარსდა Rescue Ready Club (RRC), რომელიც ჩვენი მოსწავლეების, ანა ტატუნაშვილისა და ნუცა კაკიაშვილის, ინიციატივით შეიქმნა.
კლუბი მოსწავლეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დაეუფლონ პირველადი სამედიცინო დახმარების პრაქტიკულ უნარებს და ისწავლონ მყისიერი რეაგირება კრიტიკულ სიტუაციებში.
Clinic Healthy Core-ის პროფესიონალების ხელმძღვანელობით, ჩვენი კლუბის წევრები მანეკენებზე სწავლობენ იმ ტექნიკებს, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება სასიცოცხლოდ გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სესიების ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები უკვე დაეუფლნენ და მიიღეს პრაქტიკული ცოდნა შემდეგ საკითხებში:
CPR (გულ-ფილტვის რეანიმაცია); ინექციები; ქირურგიული ნაკერები: კანის გაკერვის პრაქტიკული ტექნიკა და მეთოდები.
ძალიან გვახარებს, რომ ამ ინიციატივით სულ უფრო მეტი მოსწავლე ინტერესდება. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გველის!