GZAAT Actors Circle-ის საშობაო პიესა „შობა სიჩქარეში"

დეკემბერი 22, 2025

 წინასაახალწლო ციებ-ცხელების, საყიდლებისა და ყოველდღიური ფუსფუსის ფონზე, ხშირად გვავიწყდება, თუ რასთან არის დაკავშირეუბლი შობის დღესასწაული სინამდვილეში.

 პიესა „შობა სიჩქარეში“ ასახავს წინასაშობაო აურზაურს პატარა ქალაქის მოედანზე, სადაც სხვადასხვა ასაკისა და ხასიათის ადამიანები იკრიბებიან. სპექტაკლში შობის სიხარული და თანამედროვეობის სტრესი ერთმანეთს ერწყმის, რაც მოულოდნელ, დაძაბულსა და სასაცილო სიტუაციებს ქმნის. ნაწარმოები სვამს კითხვას, თუ სად იკარგება შობის ნამდვილი აზრი თანამედროვე ყოფიერებაში და როგორ შეუძლია ერთობლივ სურვილს ადამიანების გაერთიანება. 

 ამერიკული აკადემიის დრამის კლუბის, Actors Circle-ის ახალგაზრდა მსახიობების მიერ გაცოცხლებული ეს ისტორია, რეჟისორ ანი იმნაძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სითბო, თანაგრძნობა და ერთად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია.

 შემოუერთდით GZAAT Actors Circle-ის წევრებს და მოდით, ერთად გავუზიაროთ ერთმანეთს შობის ჯადოსნური განწყობა.

📍 ქალაქის თეატრი (City Theater) 

🗓 25 დეკემბერი 

⏰ 16:30 სთ