ამერიკული აკადემიის მოსწავლეები მათემატიკის ოლიმპიადის ფინალში

დეკემბერი 17, 2025

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები გერმანიის მათემატიკის ოლიმპიადის (German Math Olympiad) ფინალურ ეტაპზე გავიდნენ! 


ოლიმპიადის ფინალისტები არიან:

ნიკოლოზ კილაძე

ნია ჯანაშია

ნიკოლოზ დემეტრაშვილი

ნინო ჩერქეზიშვილი

ლუკა ტყემალაძე

ანასტასია გეგეჭკორი

ანა ლობჟანიძე 


აღსანიშნავია, რომ გერმანიის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურში, რომელიც  29–30 ნოემბერს ჩატარდა, 173 ქვეყნიდან 20,000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ფინალური ონლაინ რაუნდი 14 დეკემბერს გაიმართა. საბოლოო შედეგები კი ორი კვირაში გახდება ცნობილი

წარმატების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფრანკფურტში, ოლიმპიადის გრანდ ფინალზე გაემგზავრება. 

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებას ფინალურ შედეგებში! 

განსაკუთრებული მადლობა გუნდის მენტორს და მათემატიკის მასწავლებელს — გიორგი მჭედლიშვილს!