ამერიკული აკადემიის ორი გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალშია

დეკემბერი 08, 2025

გურამ დოჩანაშვილის სახელობის საერთაშორისო სკოლაში პარასკევს, 5 დეკემბერს, გაიმართა ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ სხვადასხვა სკოლიდან მოწვეული 16 მონაწილე გუნდიდან, ამერიკული აკადემიის ორივე გუნდმა წარმატებით მოიპოვა ფინალში გასვლის შესაძლებლობა! 

 ფინალი ჩატარდება 10 დეკემბერს, სადაც გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი.

 ვულოცავთ ჩვენს გუნდებს ამ შესანიშნავ შედეგს და ვუსურვებთ წარმატებას ფინალურ ეტაპზე!

 განსაკუთრებული მადლობა მეთერთმეტეკლასელ ირაკლი კაჭახიძეს ორგანიზებაში გაწეული დახმარებისთვის!

I გუნდი

ირინკა დავარაშვილი; ილია დავარაშვილი;  ელენე ბრეგაძე; გიორგი რურუა; კესო წიქარიშვილი

II გუნდი

 ლილე ლელაშვილი; ჯაბა ჯაყელი; გიორგი მგელაძე; ალექსანდრე ცეკვაშვილი; ირაკლი კაჭახიძე