საერთაშორისო კენდოს სემინარი და ტურნირი ამერიკულ აკადემიაში
დეკემბერი 01, 2025
GZAAT-ის კენდო კლუბი წარმოადგენს ამ საბრძოლო ხელოვნების უმთავრეს ცენტრს და ამავდროულად, ევროპის კენდოს ფედერაციის ერთადერთ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.
კენდო კლუბმა უმასპინძლა მაღალ დონეზე მომზადებულ ინსტრუქტორებსა და მოსწავლეების ჯგუფს იტალიიდან, დიდ ბრიტანეთიდან, ფინეთიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, რადგან მათი მოგზაურობა არ იყო მარტივი. კვირის ბოლოს ჩატარდა კენდოს ტექნიკური სემინარი, ტურნირი და ოფიციალური გამოცდა. არაერთმა ქართველმა მოსწავლემ მიიღო დან-ის ხარისხი.
ვულოცავთ ყველა მონაწილეს!