დამფუძნებლის დღე ამერიკულ აკადემიაში

ნოემბერი 12, 2025

1 ნოემბერს, ამერიკული აკადემიამ ჩვენი დამფუძნებლის, გივი ზალდასტანიშვილის დაბადებიდან 106 წლის იუბილე აღნიშნა.

მისი ფუნდამენტური და მარადიული ხედვა — რომ ცოდნა და სიკეთე უნდა იყოს ყოველგვარი განათლების საფუძველი — დღესაც წარმართავს ჩვენს ხედვასა და ყოველდღიურ საქმიანობას. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ვემსახუროთ არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ პიროვნების სრულყოფილ, ჰარმონიულ ფორმირებას.

ვულოცავთ ბატონი გივის   ოჯახის წევრებს  და ყველა იმ ადამიანს, ვინც ცოდნისა და სიკეთის თანხვედრით, ერთგულად ემსახურება ქვეყნის უკეთეს მომავალს.