დამფუძნებლის დღე ამერიკულ აკადემიაში
ოქტომბერი 31, 2025
2025 წლის 31 ოქტომბერს ამერიკულ აკადემიაში ტრადიციულად სკოლის დამფუძნებლის დღე აღინიშნა .
უკვე 25 წელია, რაც ამერიკული აკადემია ბ-ნი გივი ზალდასტანიშვილის იდეებისა და ფასეულობების საფუძველზე აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობასა და განვითარებას.
ღონისძიება დილით დაიწყო. მოსწავლეებმა სკოლის ისტორიის ამსახველი დოკუმენტური ფილმი ნახეს. ფილმის ჩვენებამდე სიტყვით გამოვიდნენ ბ-ნი მამუკა ხაზარაძე და დირექტორი, ანდრეს კრუზი.
ბ-ნმა მამუკა ხაზარაძემ განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მისიის მნიშვნელობა და ბ-ნი გივი ზალდასტანიშვილის იდეების გაგრძელების აუცილებლობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მეთორმეტეკლასელებმა დირექტორთან ერთად ბ-ნი გივი ზალდასტანიშვილის ხსოვნას მის საფლავზე გასვლით მიაგეს პატივი.
მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად აღნიშნა ეს მნიშნველოვანი დღე.