მოწვეული სტუმარი, სანდრო მეგრელიშვილი
ოქტომბერი 27, 2025
ორშაბათს, 20 ოქტომბერს, ამერიკულ აკადემიას ეწვია ჩვენი სკოლის 2009 წლის კურსდამთავრებული - სანდრო მეგრელიშვილი.
სანდროს აქვს წმინდა ანდრიას სახელობის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა როგორც საჯარო სექტორში (თავდაცვის სამინისტრო), ისე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრში (GCSD).
სანდრო აკადემიის მოსწავლეებს ესაუბრა თემაზე: "დემოკრატია - ისტორიის დასასრული თუ გამონაკლისი?"
დიდი მადლობა სანდროს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის!