მოწვეული სტუმარი, მარიამ მიქაძე
ოქტომბერი 24, 2025
ორშაბათს, 13 ოქტომბერს, ამერიკულ აკადემიას ეწვია ჩვენი სკოლის 2013 წლის კურსდამთავრებული, მედიცინის დოქტორი მარიამ მიქაძე.
მარიამი ამჟამად გადის რეზიდენტურას Saint Elizabeths Hospital-ში, ვაშინგტონში. იგი მუშაობს კვლევაზე, რომელიც ეხება შვილად აყვანას, მასთან დაკავშირებულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და ტრავმის შემდგომი ზრუნვის თანამედროვე მიდგომებს.
შეხვედრა გაიმართა თემაზე: „მენტალური ჯანმრთელობის ხელოვნება“, სადაც მარიამმა მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და ხედვები ფსიქიატრიაში ემპათიისა და ადამიანზე ზრუნვის მნიშვნელობაზე.
დიდი მადლობა მარიამს საინტერესო შეხვედრისთვის!