ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალი

სექტემბერი 08, 2025

2025 წლის 5 სექტემბერს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ტრადიციისამებრ, ამ დღეს აკადემიის მოსწავლეები, 

მასწავლებლები, მშობელთა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ერთად შეიკრიბნენ.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. შემდეგ სიტყვა სკოლის დირექტორმა, ანდრეს კრუზმა წარმოთქვა, რომელმაც მოსწავლეებსა და დამსწრე საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

აღსანიშნავია, რომ სწავლის დაწყების ეს ტრადიცია 2013 წელს ამერიკული აკადემიის დამფუძნებელმა დირექტორმა, ბატონმა დონალდ თომასმა ჩაუყარა საფუძველი და მას შემდეგ სკოლის განუყოფელ ნაწილად იქცა.


ფოტოალბომი