გიორგი ფრემერი-იაკობაშვილის სახ. ფონდი

ივნისი 27, 2025

8 ივნისს ერთი წელი შესრულდა 2010 წლის კურსდამთავრებულის, ჩვენი გიორგი ფერმერ-იაკობაშვილის ტრაგიკული გარდაცვალებიდან.

გიორგი მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო – სიკეთით, გულწრფელობითა და შთამბეჭდავი მიზანდასახულობით. ის არამხოლოდ გამორჩეული მოსწავლე, არამედ დაუვიწყარი მეგობარიც იყო, რომელსაც ყოველთვის შეეძლო სხვისი გამხნევება, მხარდაჭერა და შთაგონება. მისი ხალასი, კეთილშობილი პიროვნული თვისებები და საოცრად დადებითი ენერგია ახსოვს ყველას, ვისაც მასთან შეხება ჰქონია.

გიორგის სახელის უკვდავსაყოფად და მისი კეთილი საქმეების გასაგრძელებლად, გიორგის ოჯახის ინიციატივით დაარსდა „გიორგი ფრმერ-იაკობაშვილის ფონდი“. ფონდის მთავარი მიზანი ნიჭიერი და იმედის მომცემი მოსწავლეების მხარდაჭერაა, რათა მათაც მიეცეთ საშუალება, ისეთივე წარმატებული და სრულყოფილი გზა გაიარონ, როგორსაც გიორგი გადიოდა. 

ფონდის მოკრძალებული პრეზენტაცია აკადემიის დახურვის ცერემონიალზე გაიმართა 20 ივნისს, სადაც ასევე გიორგის მშობლების ვიდეომიმართვა გავრცელდა მოსწავლეთათვის. 

წელს აკადემიას უკვე სამმი მეცხრეკლასელი სტიპენდიატი ჰყავს, რომლებიც ღირსეულად ატარებენგიორგის სახელობის ფონდის სტიპენდიას .

გვსურს, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებასთან ერთად გამოვხატოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და სიყვარული გიორგი ფრემერი-იაკობაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ.

ვიმედოვნებთ, რომ ამ ფონდის მეშვეობით გიორგის ხსოვნა გაგრძელდება მომავალ თაობებში, მისი ნათელი მაგალითი ყოველთვის იქნება გზამკვლევი მათთვის, ვინც ცოდნისა და სიკეთის გზას აირჩევს.