ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას

October 24, 2025

ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას. 

აკადემია გამოთქვამს  დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ლუკას მშობლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

ჩვენს საყვარელ ეკას ვუსურვებთ ძალასა და გამძლეობას ამ უმძიმეს დროს. 

ნათელში ამყოფოს ღმერთმა ლუკას ლამაზი სული!