CCSC 2026 -კავკასიის მოსწავლეთა კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი

ივნისი 01, 2026

CCSC 2026 კავკასიის მოსწავლეთა კომპიუტერული მეცნიერების კონკურსი წარმატებით დასრულდა!


მოხარულები ვართ გაგიზიაროთ, რომ CCSC 2026-ის ფარგლებში ონლაინ საკვალიფიკაციო ეტაპში 150-მდე მონაწილემ მიიღო მონაწილეობა, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე ფინალისტებს გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში ვუმასპინძლეთ.

CCSC არის რეგიონული კონკურსი, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, გაიღრმაონ ცოდნა კომპიუტერულ მეცნიერებებში და განვითარდნენ კონკურენტულ და ინოვაციურ გარემოში.


კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

• ტატო მოდრეკილაძე

• დაჩი აგლაძე

• საბა ცირეკიძე

• ლუკა ნიკოლაიშვილი

• გიორგი წოწკოლაური


გამარჯვებულებს გადაეცათ შემდეგი პრიზები:

• სტაჟირება HT Solutions-ში

• MedTech სტაჟირება Georgian Clinics-ში

• 500 ლარის ფულადი პრიზი HT Solutions-ისგან

• Global Tech Weekend-ის ბილეთები Coca-Cola Georgia-სგან

• Change Inspire 2026-ის ბილეთები HT Solutions-ისგან


განსაკუთრებული მადლობა ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს და კონკურსის ორგანიზატორებს და ამოცანების ავტორებს:

მიხეილ შარვაშიძე, ნია ჯანაშია, დემეტრე წიკლაური, თამარ თუმანიშვილი, ლუკა რეხვიაშვილი, ნიკოლოზ კილაძე, ნიკოლოზ ტუღუში, თორნიკე შეთეკაური, ნიკოლოზ ჭილაძე, ნიკოლოზ გორდაძე და დავით ვაჭარაძე.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებსა და მხარდამჭერ კომპანიებს: HT Solutions, Coca-Cola Georgia, Georgian Clinics, Taste Factory და Georgian Cardboard.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს, ფინალისტსა და გამარჯვებულს! 


ფოტოალბომი