ამერიკული აკადემიის მოსწავლეები „Technovation Girls “-ს საერთაშორისო ეტაპზე გადავიდნენ
მაისი 27, 2026
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, თამარ თუმანიშვილმა და ნია ჯანაშიამ, წარმატებით იასპარეზეს „Technovation Girls Georgia“-ს კონკურსზე და უფროს ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესო პროექტებს შორის დასახელდნენ. ამ გამარჯვებით მათმა პროექტმა საერთაშორისო ეტაპზე გადაინაცვლა.
"Technovation Girls“ სწორედ ის გლობალური ინიციატივაა, რომელიც ახალგაზრდა ქალებს ტექნოლოგიურ სფეროში ინოვაციების, ლიდერობისა და თანამედროვე უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
თამარმა და ნიამ შექმნეს აპლიკაცია GESTO, რომელიც ქართული ჟესტური ენის თარგმნას ისახავს მიზნად. პროექტის მიზანია ქართული ჟესტური ენის პირველი ციფრული ბაზისა და AI (ხელოვნური ინტელექტის) მთარგმნელი სისტემის შექმნა.
უფროს ასაკობრივ ჯგუფში მონაწილე 40 გუნდს შორის, თამარი და ნია ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 4 გამარჯვებულს შორის მოხვდნენ.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ მიღწევას და ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე!
იხილეთ GESTO-ს იდეის შესახებ უფრო ვრცლად ვიდეოში:
https://www.youtube.com/watch?v=cecLCZdinvQ