ღრმა მწუხარებით გიზიარებთ
ივნისი 04, 2025

გვიწევს, უაღრესად სამწუხარო ამბავი შეგატყობინოთ: ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თითოეული ჩვენგანისთვის საყვარელი და უკეთილშობილესი ადამიანი, ამერიკული აკადემიის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ჩვენი მაიკო ხადური.
ოც წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც მაიკომ ამერიკულ აკადემიაში დაიწყო სწავლება. ამ დროის მანძილზე მან ყველა ჩვენგანის გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.
ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ყოფილ თუ ახლანდელ მოსწავლეებს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ჩვენი მაიკოს ლამაზი სული!